პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია

პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე, ასევე, თინა იოსებიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

ამ დროისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მგზავრებს დადგენილი მარშრუტით ემსახურება.

ჟვანიას მოედნიდან არქივის შენობამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა პეკინის N41-ში მდებარე 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო იყო შეზღუდული.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” პარლამენტში შესვლაზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა