პატრულ-ინსპექტორი 30% ნაკლებს იღებს, ვიდრე მერიაში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომელი- მარიამ ქელბაქიანი

„ახალი საქართველოს“ წევრი, დედაქალაქის მერიაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
„2015 წელს 180 მდე შტატგარეშე თანამშრომელი ყავდა. მათმა სახელფასო ანაზღაურებამ 2 მილიონ 178 974 ლარი შეადგინა, პრემია კი 416 698 ლარი. ანუ ჯამში ბიუჯეტიდან მათთვის 2 595 672 ლარი გამოიყო. საშუალოდ 1 შტატაგრეშე მოსამსახურის ანაზღაურება 1 300 ლარი გამოდის. მიმდინარე წელსსაც ფაქტობრივად იდენტური ვითარებაა. 9 თვის განმავლობაში შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებამ 1 422 616 ლარი შეადგინა, ხოლო პრემიამ 172 070. 9 თვის განმავლობაში ჯამში მათთვის 1 594 684 ლარი გამოიყო.“-მარიამ ქელბაქიანი.
„ახალი საქართველოს“ წევრი ინფრომაციით, საგანგაშოა ვითარება საბურთალოს რაიონის გამგეობაშიც, სადაც შტატგარეშე მოსამსახურე ადამიანთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით ფაქტობრივად 7-ჯერ გაიზარდა. 10 რაიონის გამგეობებს შორის, საბურთალოს რაიონის გამეობამ ყველა მეტი ტანხა დახარჯა ამ სფეროში, რაც ჯამში 195138 ლარს შეადგენს.

„მაშინ როდესაც დედაქალაქის მერიაში, ისედაც გაზრდილია საშტატო ერთეული, გაუგებარია, თუ რატომაა საჭიროება დამატებით ხელშეკრულებით ადმიანების აყვანის, რომელთა თანამდებობრივი აღწერილობის შესახებ, ბევრი არც არაფერია ცნობილი. თანამშრომელთა ნაწილმა, ფაქტობრივად არც კი იცის, მისი უფლება-მოვალეობები. ჩნდება კონკრეტული ეჭვი, რომ ადმიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და ვერ აბარებენ გამოცდებს, ხდება მათი ხელშეკრულებით აყვანა უწყებაში.“- მარიამ ქელბაქიანი

„ახალი საქართველოს“ წევრის განცახდებით, მერიაში შტატგარეშე დასაქმებულ ადამინათა ანაზღაურება, 30% აღემატება რიგითი პატრულ-ინსპექტორისა თუ თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორის ყოველთვიურ სარგოს.

 

 

banner
წინა სტატიაშისაკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა ჩერნოგორიის ნატოში შესვლის ოქმი