სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა ჩერნოგორიის ნატოში შესვლის ოქმი

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესია საქართველოში შემოდგომაზე გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა ჩერნოგორიის ნატოში შესვლის ოქმი. დოკუმენტი კენჭისყრისთვის წარედგინება სენატს, რომლის შემდეგაც მას ხელს მოაწერს პრეზიდენტი.
აშშ გახდება ნატოს მე-15 სახელმწიფო, რომელიც რატიფიცირებას გაუკეთებს შეთანხმებას ჩერნოგორიის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე.
შეგახსენებთ, რუსეთი ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ნატოში გაერთიანებას. მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩერნოგორიამ ბრალი დასდო მოსკოვს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში. საპარლამენტო არჩევნების დღეს დედაქალაქ პოდგორიცაში დააკავეს რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი, რომლებიც კრემლის დავალებით მოქმედებდნენ.

banner
წინა სტატიაშიპატრულ-ინსპექტორი 30% ნაკლებს იღებს, ვიდრე მერიაში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომელი- მარიამ ქელბაქიანი
შემდეგი სტატიანინო ჩხეიძემ 13-ე ალბომი ჩაწერა