„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

დავით თარხან-მოურავმა მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამდე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტია არჩევნებს მოიგებს, თავს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად მოიაზრებს. ამასთან აღნიშნა, რომ საარჩევნო მარათონში აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის პირველი ნომერი იქნება.

„მე წარვადგინე აჭარის მაჟორიტარები პირველ რიგში, რადგან ჩვენ ვიბრძვით აჭარის მოსაგებად. მე ვიქნები სიის პირველი ნომერი და ვიბრძოლებთ, რომ უმაღლეს საბჭოში 11 დეპუტატი ავიყვანოთ, რაც მოგვცემს საშუალებას, ავირჩიოთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც მე ვიქნები. ვიმუშავებთ აჭარის განვითარებაზე და დავიცავთ მას გარე მტრებისგან”, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატები უმაღლეს საბჭოში:

ლევან ლორთქიფანიძე – ხელვაჩაური
მამული ჟღენტი – ბათუმი
მამულაძე არჩილი – ბათუმი
ტარიელ მამულაიშვილი – ბათუმი
ავთო ხაბაზი – ქობულეთი

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატები პარლამენტში:

პაატა ცივაძე ბათუმი
რუსუდან სიხარულიძე ბათუმი
ზაურ გაბაიძე ბათუმი
მალხაზ მხეიძე ხელხვაჩაური
ია მესხიძე ქობულეთი
მადონა ბერიძე სოლომონიძე – ხულო

banner
წინა სტატიაში“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისადმი ზერელე დამოკიდებულებით პირველ რიგში დაზარლდება საქართველოს მოსახლეობა”
შემდეგი სტატია„დემოკრატიული მოძრაობა“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად გონერი პაპავას დაასახელებს