“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისადმი ზერელე დამოკიდებულებით პირველ რიგში დაზარლდება საქართველოს მოსახლეობა”

ჰააგის მიერ 2008 წლის ომის გამოძიებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვართ მოწმენი საქართველოს პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა უმნიშნელოვანესი ფუნქციისადმი, უზრუნველყოს მართლმსაჯულების უფლება და დროულად დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ამის შესახხებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანმა, ანა დოლიძემ განუცხადა.

ანა დოლიძემ კომენტარი გააკეთა მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას პარლამენტი არჩევნებამდე ვერ მოახერხებს.

მისი თქმით, ამ პროცესისადმი ზერელე დამოკიდებულბით პირველ რიგში დაზარლდება საქართველოს მოსახლეობა.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისგან დაზარალებულია საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც ეზღუდება ეფექტური მართლმსაჯულების უფლება“,-აღნიშნა ანა დოლიძემ.

საქართველოს პრეზიდენტს კანიდადატერბად თამარ ლალიაშვილი, ნონა თოდუა და ლევან ბოძაშვილი ჰყავს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიდავით ჯანდიერი: აუდიტის სამსახურის მიზანია, პარტიის საარჩევნო რეჟიმის პარალიზება მოახდინოს
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა