“პატრიოტთა ალიანსმა” აბაშა-მარტვილისა და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 21, 2016 16:38

“პატრიოტთა ალიანსმა” აბაშა-მარტვილისა და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

კოკოპატრიოტთა ალიანსმა” სამეგრელოში, კერძოდ კი მარტვილი-აბაშის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს წარადგინა. მარტვილი-აბაშის მაჟორიტარად პოლიტიკურმა გაერთიანება” პატრიოტთა ალიანსმა” საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია წარადგინა, ხოლო ზუგდიდში ოთარ ჭითანავა.

„ირმა ცხორაგაული -დუშეთის რაიონი, ვაჟა ოთარაშვილი – კასპი, კონსტანტინე გამსახურდია – მარტვილი-აბაშა, ოთარ ჭითანავა – ზუგდიდი“ – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კიდევ ოთხი კანდიდატი წარადგინა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი კანდიდატების მთავარი განმასხვავებელი თვისება არის ის, რომ ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ზნეობრივი ხალხი, ეს არის ხალხი, რომელმაც იცის, რა არის კარგი და ცუდი. ამავდროულად, ეს არის ძალიან მცოდნე და განათლებული ხალხი, არის მებრძოლი ადამიანები, ხალხი, რომელთაც აქვთ უნარი და ძალა, შესწევთ და უნარი, იბრძოლოს. არ ვარგა, როცა ადამიანს აქვს ცოდნა, მაგრამ არ შეუძლია ბრძოლა და კიდევ უარესია, როდესაც ვერ არჩევს კარგს და ცუდს ერთმანეთისგან…

ჩვენ მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი ძალიან ღირსეულია ადამიანია – მცოდნეა, განათლებულია, მებრძოლია, და რაც მთავარია, არც ერთი მათგანი არასდროს უღალატებს სიმართლეს და სიკეთეს“- აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 21, 2016 16:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics