თურქეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია შეაჩერა

ერდოღანმა გაანთავისუფლა უმაღლესი სასწავლებლების ყველა დეკანი

კახაბერ ადამია: ,,ერდოღანს რაც არკლავს, ყველაფერი აძლიერებს,,თურქეთმა გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით შეაჩეროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ნუმან კურტუმლუსმა განაცხადა -წერს “ბიბისი”.
ჩინოვნიკმა თქვა, რომ ამასთან ერთად, თურქეთის მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება არ დაზიანდება.
კურტუმლუსმა მაგალითად საფრანგეთი მოიყვანა, სადაც ასევე საგანგებო მდგომარეობაა და ასევე შეჩერებულია კონვენცია.
მისი თქმით, ევროპის კონვენციის მე-15 მუხლი ქვეყანას უფლებას აძლევს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ვალდებულებებზე დროებით უარი განაცხადოს.
ეს ნამდვილას ასეა: მუხლი ომის, ან საგანგებო მდგომარეობისას შესაძლებელს ხდის კონვენციის დროებით შეჩერებას, მიუხედავად ამისა, მუხლში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ამ შემთხვევაშიც კი, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დაუშვებელია. მაგალითად, მუხლში მითითებულია, რომ საგანგებო სიტუაციის დროს წამება აკრძალულია, ამასთანავე, კონვენცია სიკვდილით დასჯასაც უშვებს -წერს “ბიბისი”.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა ქვეყანაში სამი თვით საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.
თურქეთში სიტუაციის დაძაბვა სამხედრო გადატრიალების მცდელობამ გამოიწვია. მიმდინარეობს მასობრივი დაკავებები და სამსახურიდან დათხოვნები. ერდოღანმა სიკვდილით დასჯის შემოღებაზეც ისაუბრა.

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსმა” აბაშა-მარტვილისა და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიათურქეთის მოქალაქეების მესამედი თვლის, რომ სამხედრო გადატრიალება ერდოღანის ორგანიზებულია