პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი დამტკიცდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებასპატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი დამტკიცდა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ერთობლივი ბრძანებით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი დამტკიცდა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პატიმრებს საშუალება ეძლევათ შესაბამისი მკურნალობით ისარგებლონ. პროგრამაში ჩართვის წინაპირობას ოპიოიდებზე დამოკიდებულების სინდრომის (აქტიური დამოკიდებულება) დიაგნოზი წარმოადგენს, რის სამკურნალოდაც მეთადონის ჰიდროქლორიდი გამოიყენება.

ჩანაცვლებითი მკურნალობის განსახორციელებლად, პენიტენციურ დაწესებულებებში დაკომპლექტებულია საექიმო-საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც მინიმუმ სამი ექიმისგან შედგება. ჯგუფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობის პროცესზეა პასუხისმგებელი. პაციენტი პროგრამაში სწორედ აღნიშნული ჯგუფის გადაწყვეტილებით ერთვება. ამასთან, მკურნალობის რეჟიმს მთლიანად განსაზღვრავს და წარმართავს ექიმი-ნარკოლოგი.

banner
წინა სტატიაში“ერთი კაცი ვერ ვნახე არსებული რეჟიმის მომხრე” – ნათალეშვილი კისისხეველებს შეხვდა
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსმა” აბაშა-მარტვილისა და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა