„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომას ბოიკოტს უცხადებს

,,პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის დღევანდელი რიგგარეშე სხდომის ბოიკოტს ძალაში ტოვებს.

პარლამენტის ვიცე-პიკერმა ირმა ინაშვილმა ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც, დღევანდელ სხდომას მისი ფრაქცია არ დაესწრება.

მისი თქმით, ფარულ მოსმენა-მიყურადღებასთან დაკავშირებით, მის ფრაქციას, მრავალასპექტიანი შენიშვნები აქვს, რის გამოც, ცვლილებების სულისკვეთებას არ იზიანერებენ.

ინაშვილი განმარტავს, რომ ის დღეს დაგეგმილ სპექტაკლში მონაწილებას არ მიიღებს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს პონგ-პონგს ეთამაშებიან“.

გარდა ამისა, ინაშვილი უკმაყოფილებას ნდობის ჯგუფში ასათვისებელ კვოტაზეც გამოთქვამს და ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფას ელოდებოდა, რომ ნდობის ჯგუფი შემდეგ წარედგინა.

ინაშვილი პროტესტს ასევე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებითაც გამოთქვამს და აცხადებს, რომ ადა მარშანია აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს და არა მდივანი.

დეპუტატი უმრავლესობას მოუწოდებს, სერგი კაპანაძე კომისიის მდივნად დანიშნოს, ხოლო მარშანია თავმჯდომარის მოადგილედ, რადგან ინაშვილი მიიჩნევს, რომ მარშანია თავმჯდომარეობასაც კი იმსახურებს.

banner
წინა სტატიაშიდაკავებული დეკანოზის დაკითხვა დღეს 13:00 განახლდება
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში დაიწყო