დაკავებული დეკანოზის დაკითხვა დღეს 13:00 განახლდება

მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს 13:00 საათიდან განახლდება. დაცვის მხარის განმარტებით, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი მისი ოჯახის უსაფრთხოება, ბრალდებული გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს.

“ისინი აპირებენ პირველ საათზე შესვლას და მეც შევალ და ვნახავ. თუ მართლა კარგად არის მამა გიორგი, მამა გიორგი აუცილებლად მისცემს ჩვენებას. დაკითხვის დროს გარკვეული კითხვები, რომელიც დაისვა მამა გიორგიმ ძალიან გასაგებად მიუთითა, ამ კითხვებზე პასუხს მისცემს იმის შემდეგ, როდესაც მისი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება დაცვით,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისიტყვიერი დაპირისპირება გურამ ფალავანდიშვილსა და არჩილ გამზარდიას შორის
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომას ბოიკოტს უცხადებს