პატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი მოგვადგებოდა, გარეკავდა ამ უსაქმურ პარლამენტს

პარლამენტში იუსტიციის მინისტრის გამოსვლის შეფასებამდე, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ პარლამენტის მუშაობა გააკრიტიკა. მარშანიას განცხადებით, პარლამენტს ქვეყანაში არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია.

“ამ დარბაზში ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს და თქვენ პარლამენტის წევრები ხართ, მინდა, შეგახსენოთ მე ეს და თქვენი დამსახურებაა, ბატონო კობახიძე, რომ პარლამენტს არავითარი ავტორიტეტი არ აქვს ქვეყანაში, რომ პარლამენტის წევრის სტატუსი განულებულია, მათ შორის, თქვენი ბრალია ეს და თითოეული ჩვენგანის, რასაკვირველია, რომ ვითმენთ ამ ვითარებას და ვითმენთ ამ მდგომარეობას. პატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი და საზოგადოება აქ მოგვადგებოდა ჩვენ ყველას და გაგვრეკავდა აქედან, გარეკავდა ამ უნამუსო და უსაქმურ პარლამენტს”, – განაცხადა ადა მარშანიამ

banner
წინა სტატიაშიმე არსად გახტომას და გამოხტომას არ ვაპირებ – თეა წულუკიანი ოპოზიციას
შემდეგი სტატიანინო ვიბლიანი სამუშაო ვიზიტით შვედეთში იმყოფება