მე არსად გახტომას და გამოხტომას არ ვაპირებ – თეა წულუკიანი ოპოზიციას

თეა წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზეც უპასუხა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, მან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის ფასი.

„როდესაც თქვენ “ნაციონალური მოძრაობა” ბედავთ ჩემს გადადგომაზე საუბარს. მე რა ვუთხარი ბახტაძეს, რა მიპასუხა, რა შენიშვნა მომცა ბახტაძემ, იმან რა მითხრა, მე რა ვუთხარი ივანიშვილს, ეს ივანიშვილი თქვენი ასე მარტივად სახსენებელი არ არის. თქვენ ბევრჯერ მკითხეთ ქალბატონო თეა რა იცით თქვენ ბატონ ბიძინაზე?- მე ვიცი ძალიან ბევრი კარგი რამ. ის სიკეთეები ვიცი, რაც მას უკეთებია და მე ვიცი მისი ფასი. მე არსად გახტომას და გამოხტომას არ ვაპირებ, არ ვიქნები ამ საზოგადობისთვის მისაღები არაა პრობლემა, მე ვიქნები ამ გუნდის წევრი და “ქართული ოცნების” წევრობა არ არის ამისთვის საჭირო,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განცხადებით მან იუსტიციის სამინისტროს დაუბრუნა ფუნქცია და დღეს უწყება მუშაობს ისე, როგორც უნდა ემუშავა თავის დროზე.

banner
წინა სტატიაშიორად გახლეჩილი „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსვლები პარლამენტში იყო ძალიან სუსტი, თქვენ ხართ სუსტნი
შემდეგი სტატიაპატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი მოგვადგებოდა, გარეკავდა ამ უსაქმურ პარლამენტს