ნინო ვიბლიანი სამუშაო ვიზიტით შვედეთში იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, სამუშაო ვიზიტით შვედეთის სამეფოს ქალაქ მოლნდალში იმყოფებიან.

ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის საკრებულოს წევრმა კონსტანტინე კაკავამ შეხვედრები გამართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში ისინი მოლნდალის ბავშვთა ზრუნვისა და განათლების დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდნენ და ერთად ეწვივნენ ადგილობრივ ბაღებსა და სკოლებს. შეხვედრებზე შეაჯამეს პროექტის ფარგლებში განხორცილებული აქტივობები.

შვედური მხარის ინიციატივით ქართული დელეგაცია სხადასხვა საწარმოებს სტუმრობდა. მათ შორის იმყოფებოდნენ მოლნდალის ქაღალდის საწარმოში, სადაც გაეცნენ ქაღალდის უმსხვილესი მწარმოებელი ქალაქის ინდუსტრიულ დანიშნულებას. სამუშაო ვიზიტი არის 3 წლიანი ურთიერთანამშრომლობის პროექტის ნაწილი, რომელიც ხორციელდება მოლნდალის მუნიციპალიტეტსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის და დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციაში ასევე იმყოფებიან ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის თანამშრომლები, მესამე საჯარო სკოლისა და წმ გიორგის სახელობის გიმნაზიის დირექტორები.

banner
წინა სტატიაშიპატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი მოგვადგებოდა, გარეკავდა ამ უსაქმურ პარლამენტს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანებაში ცუდს ვერაფერს ხედავს