პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით, სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავა.

დაკავებულები არიან თბილისის საბადრაგო სამსახურის მეორე განყოფილების ცვლის უფროსი მ.ს., ცვლის უფროსის მოადგილე რ.ბ. და გუშაგი-ბადრაგი გ.ტ.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა ერთი მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: ჯარისკაცი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს წვრთნებზეც და მშვიდობიანობის დროსაც
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: რუსული პროპაგანდა აქტიურად არის ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც, ეს არის საფრთხე