დავით ბაქრაძე: რუსული პროპაგანდა აქტიურად არის ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც, ეს არის საფრთხე

რუსული პროპაგანდა, ანტიდასავლური პროპაგანდა, აქტიურად არის მთლიანად ევროპაში მათ შორის საქართველოშიც. ეს არის საფრთხე, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისრის აპარატში შექმნილია სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი, რომელიც მწიდროდ თანამშრომლობს ევროკავშრში შექმნილ შესაბამის დეპარტამენტთან აქტიურად თანამშრომლობს.

„საქართველოში მოსახლეობა დღეს ბევრად უფრო მეტად გათვითცნობიერებულია და აქვს გაკეთებული არჩევანი ევროპული გზის მიმართ. გასაკვირია, რომ ჩვენთან არ მოხდა კომუნიკაცია ამ დოკუმენტაციის შედგენისას, რადგან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის რეკომენდაციები, რომელიც იქ იყო ბევრწილად არის შესრულებული. რუსეთის მხრიდან ძალიან მაღალია ინტერესი და მაღალია დაფინანსება. ჩვენი სტრატეგია არის მოქნილი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ახალ გამოწვევებს, წელს მხოლოდ საინფორმაციო ცენტრის მიერ მხოლოდ 350-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა. ნატო-ს ეგიდით შედგა საახალხო ფორუმი, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩვენი სტრატეგია ეფექტურია, ჩვენ ამ ეტაპზე მისი მუდმივი განახლების რეჟიმში ვართ. ჩვენ 23-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტზე”, – განაცხადა ბაქრაძემ.

IDFI-ის შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია. IDFI-ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი: “კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა” მიმოიხილავს საქართველოში კრემლის პროპაგანდის მახასიათებლებს, ძირითად გზავნილებს და მათ გავლენას ქართულ საზოგადოებაზე, კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლებს ქვეყანაში, პროპაგანდის შედეგებს და ამ პრობლემის მიმართ საქართველოს ხელისუფლების არსებულ მიდგომას.

banner
წინა სტატიაშიპატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ივანიშვილის დღევანდელი საუბარი რეალობას აცდენილი იყო