ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულებს შორის “გირჩის” აქტივისტებიც არიან

„ეს არის შერჩევითი სამართალი,“ – ასე შეაფასა გირჩის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე 17 პირის დაკავება.

ის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. დაკავებულებს შორის გირჩის აქტივისტებიც არიან.

ზურაბ ჯაფარიძის აზრით, მთავარია, დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ვიდეოფაილი ატვირთა და ვისაც პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.

„ჩემი აზრით, ეგ არის სისულელე. დასასჯელია ადამიანი, რომელმაც ეს ფაილი ატვირთა. მას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი. ეგრე ინტერნეტში უამრავი ლინკი და სისულელე ყრია. გასაგებია, ჩვენ შეიძლება, არ მოგვწონდეს ეს საქციელი, ჩემი აზრით ამორალურია. მაგრამ ჩვენ თუ ამის გამო ადამიანების დასჯა დავიწყეთ, დასასჯელია ათობით ათასი ადამიანი. თუ ათობით ათასი ადამიანისგან 16-ს არჩევენ, მაშინ ეს არის შერჩევითი სამართალი,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდემასალის გავრცელების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დღეს 9 მათგანს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.

პროკურატურა 6 დაკავებულისთვის 3 ათასლარიან გირაოს ითხოვენ, დანარჩენი სამის შემთხვევაში კი ბრალდების მხარე პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს. პროკურორის თქმით, გირაოს შუამდგომლობის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ჩანაწერები არ გაუვრცელებიათ, სოციალური ქსელის ინბოქსში ჩაუგდეს, თუმცა პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი კი სოციალური ქსელში ინახავდა და მასობრივად ავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული შვიდი პირის მიმართ გირაოს ითხოვს, 10-ის მიმართ კი, პატიმრობას
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს [ვიდეო]