„პარტნიორები უკრაინისთვის F-16-ების გადასაცემად მზად არიან, მაგრამ ამისთვის ინფრასტრუქტურაა საჭირო“ – ზელენსკი

საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან უკრაინას F-16-ის ტიპის გამანადგურებლები მიაწოდონ, მაგრამ ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინფრასტრუქტურის მომზადება სწრაფად განხორციელდეს.

„რაც შეეხება F-16-სა და ინფრასტრუქტურას. ინფრასტრუქტურა არ არის, აშენდება და მომზადდება. სანამ არ იქნება შეთანხმება, რომ შესაბამისი თვითმფრინავი გვეყოლება, აზრი არ აქვს მის მომზადებას. მოლდოვაში მე მქონდა ერთი დახურული შეხვედრა ქვეყნებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ისინი აუცილებლად მოგვცემენ F-16-ებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაში“დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო”
შემდეგი სტატიაკახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნაწილობრივ განადგურების გამო გამოწვეულ დატბორვას მისი 300 ბინადარი ემსხვერპლა