პარტიებს შორის ყველაზე დადებითად მოსახლეობა ნაციონალურ მოძრაობას აფასებს

ტელეკომპანია „ფორმულასა“ და ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ პირველი კვლევის შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში ყველაზე დადებითად მოსახლეობა „ნაციონალურ მოძრაობას“ აფასებს – 41% დადებითად, 59% უარყოფითად. მეორე ადგილს იკავებს „ლეიბორისტული პარტია“ – 40% დადებითად, 60% უარყოფითად. მმართველი პარტია რეიტინგში მესამე ადგილზეა – მას მოსახლეობის 38% აფასებს დადებითად, ხოლო 62% უარყოფითად.

სხვა პარტიების მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება:

„ევროპული საქართველო” და „თავისუფალი დემოკრატები“ – პოზიტიური 37%, ნეგატიური 63 %;

„ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა“ – პოზიტიური 37%, ნეგატიური 63%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – პოზიტიური 28%, ნეგატიური 72%;

ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“ – პოზიტიური 27%, ნეგატიური 73%;

დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ – პოზიტიური 26%, ნეგატიური 74%;

ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ – პოზიტიური 26%, ნეგატიური 74%

მოძრაობა „ლელო“ – პოზიტიური 25%, ნეგატიური 75%;

banner
წინა სტატიაშიქვეყნის მოსახლეობის 61%-სთვის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის 44% ხმას ოპოზიციურ პარტიას მისცემდა