საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის 44% ხმას ოპოზიციურ პარტიას მისცემდა

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ პირველი კვლევის შედეგების თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მოსახლეობის 44% ხმას ოპოზიციურ პარტიას მისცემდა, ხოლო 26% „ქართულ ოცნებას“. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 30%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.

თუ არ გავითვალისწინებთ 30%-ს, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი, ვის აძლევს ხმას, ამ შემთხვევაში მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება – 64% ხმას მისცემდა ოპოზიციურ პარტიას, 36% კი მმართველ ძალას.

ოპოზიციურ პარტიებში „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს 26%-ით. მეორე ადგილს „ევროპული საქართველო“ იკავებს 9%-ით, მესამე ადგილზე კი „ლეიბორისტული პარტიაა“ – 6%. „პატრიოტთა ალიანსს“ 5% უჭერს მხარს, „ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა“ – 3%, ასევე 3% აქვს გიორგი ვაშაძის პარტიას „ახალი საქართველოსთვის“, „გირჩს“ და „ლელოს“ 2-2 პროცენტი, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“, დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ – 1%.

banner
წინა სტატიაშიპარტიებს შორის ყველაზე დადებითად მოსახლეობა ნაციონალურ მოძრაობას აფასებს
შემდეგი სტატიაყველაზე სანდო ინსტიტუცია ქართული ჯარია