პარტიაში იყო პრობლემები და სწორედ ამიტომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი

უმრავლესობის დეპუტატი სოფო კილაძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიაში იყო პრობლემები და სწორედ ამიტომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი. მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „შპიგელში“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები შეაფასა.

„მესმის, რომ ოპოზიცია ყველა საშუალებას იყენებს, რომ ჩრდილი მიაყენონ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელს, მაგრამ ფაქტია, ეს ადამიანი არის „ქართული ოცნების“ უპირობო ლიდერი და ასევე, ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის აშენებაში. ადამიანი, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იღებდა სახსრებს და ახარჯავდა ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მიიყვანს ამ პოლიტიკას. „ქართულმა ოცნებამ“ სიტუაციის კონტროლზე აყვანა რაღაც მიმართულებით შეძლო, რაღაც მიმართულებით ვერ შეძლო. პარტიაში იყო პრობლემები და სწორედ ამიტომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, თუმცა პარტიამ სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო.

banner
წინა სტატიაშიბაღების რძის პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანია ბრალდებებს პასუხობს და ლაბორატორიულ შეცდომაზე საუბრობს
შემდეგი სტატია„გახარიას დავალებით გამიტაცეს… რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებს, უფრო მეტ კითხვაზე იქნება პასუხი გასაცემი” – მელია ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურება