„გახარიას დავალებით გამიტაცეს… რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებს, უფრო მეტ კითხვაზე იქნება პასუხი გასაცემი” – მელია ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურება

ნიკა მელია ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურება. საუბარია დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზეა საუბარია და ამ კონტექსტში სახალხო დამცველი ნიკა მელიას დაკავებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ნინო ლომჯარიას თქმით, ოპოზიციის ლიდერის დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს შეიცავდა, რადგან მას სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს. პოლიციამ მაშინ რამდენიმე საათი მოანდომა იმის გარკვევას, მართლაც იყო თუ არა მელია პარლამენტის წევრი.

“ნაციონალური მოძრაობს” წევრი აცხადებს, რომ ის გახარიას დავალებით გაიტაცეს.

Image result for ნიკა მელია„გახარიას დავალებით მოხდა ჩემი გატაცება, რომელსაც მერე განრიდება დაარქვეს. და სამარცხვინოა ის რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ თითქოს სამი საათი დასჭირდათ მათ რომ მოეხდინათ იდენტიფიცირება დაკავებულის. და მერე თურმე აღმოჩნდა რომ ეს ხოტორა ადამიანი არის პარლამენტარი ნიკა მელია. სამი საათი არკვევდნენ. ვინმეს სჯერა? ტყუილსაც ვერ იგონებენ. ამასთან დავამატოთ მოცემულობა როდესაც ყველა ის 9 ადამიანი ვინც მე უშუალოდ დამაკავა არც ერთი მათგანი არ იყო რიგითი პოლიციელი. მათშორის შს მინისტრის მოადგილეც. თავის თავს დააბრალოს გახარიამ. რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებს, უფრო მეტ კითხვაზე იქნება პასუხი გასაცემი,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. მას ხელბორკილები დაადეს და პოლიციის მანქანაში იძულებით ჩასვეს. ის მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიპარტიაში იყო პრობლემები და სწორედ ამიტომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი – მუდამ გვემახსოვრება, რომ არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი