პარტია ,,კანონი და სამართალი”- ს გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი რუსთავის 2-ს სოლიდარობას უცხადებს

პარტია ,,კანონი და სამართალი”- ს გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი რუსთავის 2-ს სოლიდარობას უცხადებს და საჭიროების შემთხვევაში მზად არის ჟურნალისტებს შეუფერხებელი საქმიანობის მიზნით დაუთმოს საკუთარი ავტომობილი.

,,ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის ანტაგონიზმი რუსთავი 2- ის მიმართ გამომდინარეობს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის გამო, მათი მიზანია საქართველოში არსებული უმწვავესი გამოწვევები იყოს დაფარული, არავინ არ საუბრობდეს კორუფციის უკიდურეს მასშტაბებზე, ნეპოტიზმზე, კრიმინალზე, ტოტალურ უმუშევრობაზე, ეკონომიკურ სტაგნაციაზე, სიღარიბაზე, არსებითად გაზრდილ შრომით მიგრაციაზე, რუსულ საფრთხეებზე და სავარაუდოდ საკუთარ თავს ხედავს კიმ ჩენ ინის რანგში.

რუსთავი 2 – ის წინააღმდეგ მორიგი გალაშქრება ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ტელეკომპანიის გუნდმა ეფექტურად ვეღარ განახორციელოს ჟურნალისტური საქმიანობა, თუმცა, მინდა ვუთხრა მათ, რომ მზად ვარ ჩემს საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება ყოველდღიურად დავუთმო ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვარ, თუკი ამ რეალობის წინაშე დავდგებით, საზოგადოება იზრუნებს მაუწყებლობის შეუფერხებლად ფუნქციონირებაზე, რაც შეეხება ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ დაჯგუფებას, მათი დღეები იწურება და მალე დასრულდება რეგრესი და ინსტიტუციების ნგრევა საქართველოში ” – ნათქვამია ირაკლი ღლონტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსთავი2 უკვე წლებია, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე დგას-12 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – თუ შემეკითხებით, ვარ თუ არა კმაყოფილი დღევანდელი სასამართლოთი, რა თქმა უნდა არა, მინდა უკეთესი