პარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობენ – სხდომას მხოლოდ უმრავლესობა და „ნაციონალური მოძრაობა“ ესწრება

პარლამენტში ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ.

დეპუტატები დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო პაკეტში მხოლოდ რედაქციული სახის ცვლილებები შევა.

დღევანდელ სხდომას, პროტესტის ნიშნად არც საპარლამენტო უმცირესობა და არც „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები არ ესწრებიან.

სხდომას საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ ესწრება.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ჩვენების მიცემას არ აპირებს – მამა გიორგი ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს
შემდეგი სტატიამამა გიორგი მამალაძის დასაკითხად “მატროსოვზე” გამომძიებელები მივიდნენ