მამა გიორგი მამალაძის დასაკითხად “მატროსოვზე” გამომძიებელები მივიდნენ

„ციანიდის საქმის“ პროკურორი ჯარჯი წიკლაური დაკავებული დეკანოზის დასაკითხად ე.წ მატროსოვის ციხეში მივიდა. როგორც ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მიღებული ინფორმაციის თანახმად დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაშია და ამ მხრივ შესაძლებელია საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელება:
„დღეს გამოვცხადდოთ ბრალდებულის დაკითხვის მიზნით, რომ გაგრძელდეს ეს საგამოძიებო მოქმედება და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს დასმულ მნიშვნელოვან შეკითხვებს ბრალდებული გასცემს პასუხს. ჩვენი ინფორმაციით ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც არის ნორმაში. იგი თავს გრძნობს ჩვეულებრივად, ანუ მას აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებებში. სწორედ ამიტომაც ჩვენ ვაპირებთ დაკითხვას.“- განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ჯარჯი წიკლაურმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა რა რეაგირება ექნება პროკურატურას მამა გიორგი მამალაძის მოთხოვნასთან დაკავშირებით, დაკავებული დეკანოზი დაკითხვის გაგრძელების პირობად ოჯახის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას აყენებს.

„შევხვდებით ბრალდებულს და გამოვკითხავთ დეტალებს- განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით ჯარჯი წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობენ – სხდომას მხოლოდ უმრავლესობა და „ნაციონალური მოძრაობა“ ესწრება
შემდეგი სტატიაპარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა