პარლამენტში დღეს კობა გვენეტაძე მიდის

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ.

კობა გვენეტაძე “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგ მოსმენა კითხვა – პასუხის და დებატების ფორმატში გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაიბარა. ამასთან, ფრაქციამ კობა გვენეტაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საბანკო რეგულაციების თაობაზე მიიწვია. კომიტეტებში კობა გვენეტაძის მოსმენა არ გამართულა, თუმცა მან პარლამენტს მიმართა, რომ აღნიშნულ საკითხებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენება პლენარულ სხდომაზე მოესმინათ.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში
შემდეგი სტატიაანა ბაგრატიონმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს – ადვოკატი