პარლამენტს ახალი ომბუდსმენის არჩევა მოუწევს, შესაძლო კანდიდატებად თამარ ქალდანსა და სოფო ჯაფარიძეს ასახელებენ

მიმდინარე წლის დეკემბერში სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მიუხედავად იმისა, რომ „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმით, ომბუდსმენის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირი შეიძლება ზედიზედ ორჯერ აირჩეს, ქართული ოცნება უჩა ნანუაშვილის კანდიდატურის წარდგენას აღარ აპირებს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ქართული ოცნება ორ კანდოდატს: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანსა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის, სოფო ჯაფარიეს განიხილავს.

საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს

banner
წინა სტატიაში„ენმ”-ის ზუგდიდის მაჟორიტარობის 4-მა პოლიტიკოსმა კანდიდატურა მოხსნა
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან გადმოსვენებულების პანაშვიდი სამების ტაძარში 18:00 საათზე დაიწყება