„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატებმა კანდიდატურები მოხსნეს. გელა თოლორაიამ, ლევან მაქაცარიამ, გოდერძი კუკავამ და გიორგი თოფურიამ, საარჩევნო ადმინისტრაციას უკვე მიმართეს.
ცესკოში განმარტავენ, რომ პროცედურულად გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუმცა ფაქტს ადასტურებენ.
„მართალია, არჩევნებიდან მოხსნის შესახებ მათი განცხადება დაგვიანებულია, თუმცა ფაქტს ვადასტურებთ,” – აცხადებენ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ პოლიტიკოსების სახელები და გვარები საარჩევნო ბიულეტენზე იქნება მითითებული და ხმების მოგროვების შემთხვევაში, არჩეულები იქნებიან.