“პარლამენტმა უნდა განაგრძოს თავის რეჟიმში მუშაობა”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭება და ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები არ არის მათ მიმართ რევერანსი.

„რეგლამენტის ცვლილება იმით კი არ არის გამოწვეული, რომ მცირე რაოდენობით წარმოდგენილ ოპოზიციას რაიმე რევერანსი გავუკეთოთ, არამედ იმით, რომ პარლამენტმა, როგორც სახელმწიფოს საგანგებოდ მნიშვნელოვანმა სტრუქტურამ, ფუნქციონირება არ გააგრძელოს იმავე რეჟიმში, როგორიც ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს უნდა, პარლამენტი რომ იყოს. ანუ, ისინი პოლიტიკური საბოტაჟის ხელშეწყობისკენ მოგვიწოდებენ, ამ მიმართულებით განცხადებებს აკეთებენ და ცდილობენ, ამაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც დაარწმუნონ.

მაგრამ რეალობაა, რომ ქვეყანას სხვა რამე სჭირდება და ეს არ არის „ქართული ოცნების“ ან რომელიმე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს ისეთი მოსაზრება აქვს, რომელიც არ ექვემდებარება თუნდაც საცივიდან თავის ამოყოფის და ღომის ჭამის დამოკიდებულებას, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას გააჩნია ოპონენტების მიმართ. აქ არის მნიშვნელოვანი წყალგამყოფი თავად ოპოზიციის შემადგენლობაში და ეს წყალგამყოფი არ არის განპირობებული მხოლოდ „ქართული ოცნების“ მოსაზრებებით ან პოზიციით“, – აცხადებს გია ვოლსკი.

ვირუსის ბლოკატორები