მთავრობის კანცელარიასთან კოვიდშეზღუდვების საპროტესტო აქცია იმართება

მთავრობის კანცელარიასთან კოვიდრეგულაციების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები მოიცავს ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, სკოლებისა და ბაღების გახსნას. ასევე აქციის მონაწილეები ითხოვენ, შშმ პირებისთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობის მიცემას და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც მათ მკურნალობას აფერხებს. მოქალაქეების ერთ-ერთი მოთხოვნაა, საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება, სახელოვნებო სივრცეების გახსნა და საათობრივი შეზღუდვის შემცირება.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

24 იანვარს გამართულ აქციაზე მონაწილეებმა კონკრეტული მოთხოვნების გაჟღერებასთან ერთად, ხელისუფლებას დრო სამშაბათამდე მისცეს, რათა არსებული აკრძალვები გადაესინჯათ და შეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვლიდან დაეწყოთ.

banner
წინა სტატიაში“პარლამენტმა უნდა განაგრძოს თავის რეჟიმში მუშაობა”
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ვითხოვთ შეზღუდვების მოხსნას, თუმცა არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს