პარლამენტმა, არჩილ თალაკვაძის თავმჯდომარეობიდან გადადგომა ცნობად მიიღო

პარლამენტმა, არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა ცნობად მიიღო. სესიაზე ამ წუთებში პოლიტიკური განცხადებები კეთდება. მას შემდეგ, რაც პოლიტიკური განცხადებები დასრულდება, პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა დაიწყება.

ამ პოსტზე წარდგენილია კახა კუჭავა.

პლენარულ სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილი ესწრება, რეგისტრაცია 107-მა დეპუტატმა გაიარა.

banner
წინა სტატიაშიხოჯევანიშვილი – გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლაა
შემდეგი სტატიათალაკვაძე – გირაო არ არის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე