პარლამენტის წინ 10-მდე კარავია გაშლილი

პარლამენტის წინ ამ დროისთვის 10-მდე კარავია გაშლილი. ტერიტორიაზე იმყოფება აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს. ამ წუთებში შენობის მიმდებარე ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ასუფთავებენ.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტარიტორიაზე კვლავ რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

აქცია პარლამენტის წინ დღეს, 19:00 საათზე განახლდება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს, სულ დაკავებულია 37 პირი, რომელთა სასამართლო პროცესიც დღეს გაიმართება.

დაკავებულებს შორის არიან, ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: როცა ვინმეს აკრიტიკებ, უნდა გქონდეს პასუხი,- თავად როგორ მოიქცეოდი ამა თუ იმ კრიტიკულ ვითარებაში
შემდეგი სტატიაIRI-ის გამოკვლევით, სალომე ზურაბიშვილს მოსახლეობის 70% უარყოფითად აფასებს