პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს – “გამჭვირვალობა საქართველო” კობახიძეს არასამთავრობოებზე მორიგ თავდასხმაში ადანაშაულებს

“საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველო” პარლამენტის თავმჯდომარეს სამოქალაქო სექტორზე მორიგ თავდასხმაში ადანაშაულებს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ირაკლი კობახიძის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს ეხმიანებიან და მას ერთდროულად რამდენიმე ტყუილში ამხელენ.

“საერთშორისო გამჭვირვალობაში” აცხადებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცება, თითქოს არასამთავრობოები არჩევნების წინ მოსახლეობას საგანგებოდ ამზადებდნენ, რათა მათ კონკრეტული კანდიდატი შემოეხაზათ, აბსურდია;

მოსახლეობის შეცდომაში მიზანმიმართულად შეყვანის მცდელობად თვლის სამოქალაქო სექტორი ასევე ირაკლი კობახიძის ე.წ. მეოთხე ფორმატის წარმატებულად მუშაობისა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობს მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ის პრობლემები, რაც სასამართლოს სისტემაში არსებობს ცდილობს, რომ გადაფაროს არასამთავრობო სექტორებზე თავდასხმებით,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი ოლიკო შერმადინი.

banner
წინა სტატიაშირუსეთისაგან იმიტომ არ შეიძლება ყიდვა, რომ ის ოკუპანტია – გიორგი გაჩეჩილაძე რუსეთიდან თაფლის შესაძლო შესყიდვაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა