შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების
ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრას
ესწრებოდნენ საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და საბერძნეთის
ელჩები საქართველოში.

შეხვედრაზე გიორგი გახარიამ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სამართალდაცვით
სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობისა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით
მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ელჩების მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრ
ქვეყნებში საქართველოს პოლიციის ატაშეების ეფექტიან მუშაობას და ასევე
გამოითქვა მზადყოფნა, რომ უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების
მიზნით, თანამშრომლობა ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კიდევ უფრო
გაღრმავდეს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს – “გამჭვირვალობა საქართველო” კობახიძეს არასამთავრობოებზე მორიგ თავდასხმაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ აჭარაში ავტომობილების ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით 3 პირი დააკავა