პარლამენტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ იწყება

პარლამენტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ იწყება. დეპუტატებმა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს უნდა მოუსმინონ.

იმისთვის, რომ სხდომა გახნილიყო, პლენარულ სხდომათა დარბაზში მინიმუმ 76 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, თუმცა რეგისტრაცია პარლამენტის მხოლოდ 68-მა წევრმა გაიარა.

როგორც სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, 15 წუთში ხელმეორე რეგისტრაცია ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიდევნილთა სამინისტრომ იმერეთის რეგიონში სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში 200 სახლი შეისყიდა
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ,,პირველად მესმის საქართველოში ჭირისუფალს ათავისუფლებენ სამსახურიდან, როდესაც მიცვალებული ჰყავს სახლში”