პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ლევან ვასაძის მხარდამჭერები გაჰყავთ

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ლევან ვასაძის მხარდამჭერები გაჰყავთ. ტერიტორია პოლიციამ ჰომოფობიური აქციის თითქმის ყველა მონაწილეს დაატოვებინა.

ლევან ვასაძის მხარდამჭერები აპროტესტებენ, რომ სამართალდამცველები მათ ძალის გამოყენებით ატოვებინებენ საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდებარე ტერიტორიას.

სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ყველას დაატოვებინეს, მათ შორის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს, რომლებიც უკვე 18 დღეა შიმშილობენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის კორდონი დგას.

banner
წინა სტატიაშიპიკაპი, რომელითაც ქციის გახმოვანება ხდებოდა დაიკარგა – ბოკერია ხელისუფლებას აქციის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს