პიკაპი, რომელითაც ქციის გახმოვანება ხდებოდა დაიკარგა – ბოკერია ხელისუფლებას აქციის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

გატაცებულია პიკაპი, რომელიც გახმოვანების აპარატურა იყო განთავსებული – „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას აქციის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

პარტიაში ამბობენ, რომ მათი ავტომობილი, რომელშიც გასახმოვანებელი აპარატურა იყო დამონტაჟებული აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ აღარ დახვდათ. ავტომობილი და ტექნიკა “ევროპულ საქართველოს” კუთვნილებაა.

„ჩვენი პიკაპი, რომლითაც ხდებოდა გახმოვანება დაიკარგა. პატრულმა გააჩერა და მერე კონტაქტზე ვერ გავდივართ. ჩვენ ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, მაგრამ ეს ნაბიჯი, რომ პიკაპი დაიკარგა 90-იანი წლების ხელწერაა. ხელშეშლის მცდელობა არის, მაგრამ ეს არ მოიტანს შედეგს,“-ამბობს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაპარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ლევან ვასაძის მხარდამჭერები გაჰყავთ