პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირების დროს დაკავებულ ოცამდე პირს ხელწერილის საფუძველზე ათავისუფლებენ

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირების დროს დაკავებულ ოცამდე პირს ხელწერილის საფუძველზე ათავისუფლებენ.

რამდენიმე მათგანმა შსს-ს შენობა უკვე დატოვა.

შსს-ს ცნობით, ოცივე პირი სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

როგორც გათავისუფლებული პირები აცხადებენ, პოლიციამ გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდა.

„გაგვათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. დაკავების საფუძველი, როგორც საპატრულო პოლიციიის თანამშრომლებმა განმიმარტეს, იყო, რომ მე არ დავემორჩილე პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. სინამდვილეში რაიმე სახით კანონიერი მოთხოვნა ან რაიმე გაფრთხილება, არ ყოფილა. პირდაპირ გასცეს ჩემი დაკავების ბრძანება. დაკავების შინაარსი რაც იყო, ყველასთვის ცნობილია. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ვახორციელებდით ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას – გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც შეგვიზღუდეს სამართალდამცველებმა“, – განაცხადა ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულმა, ზაზა ციციშვილმა.

banner
წინა სტატიაშირასა იუკნევიჩენე: რიგგარეშე არჩევნები კი ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა უნდა იყოს
შემდეგი სტატიანატო ჩხეიძე – ჩვენ გრაალის მცველები ვართ