ნატო ჩხეიძე – ჩვენ გრაალის მცველები ვართ

17 თებერვლის დილის შემდეგ, ენმ-ის ოფისში მორიგეობის სია დგება, ვინ რა დროს უნდა იყოს ოთახში, ოთახთან, დერეფანში, სხვა ოთახებში, ეზოში, ეზოს გარეთ. ბევრნი ვართ, თანამებრძოლებიც, აქტივისტებიც, ამომრჩევლებიც, თანამგრძნობნიც, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი, ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, სამართალს, ზნეობას, თავისუფლებას, სამშობლოს იცავენ, რაც გრაალის დაცვის ტოლფასია.

„ვინც ჩაწერეს და გაანაწილეს ყოველი დღის ყოველი საათის მიხედვით, ეს ცალკე და თავისით, ენთუზიაზმით და მომავლის რწმენით ვინც მოდის თუ დგას, ეს კიდევ ცალკე. აქ უნდა ვიყოთ სულ დღე და ღამ, დავიცვათ ნიკა და ქვეყანაო, ამბობს… – აღარც ვიცი, ვინ და რომელი, ყველა ამბობს.

რამდენი ვართ ეს გრაალის მცველები- მეთქი, ვამბობ მე. და სწორადაც ვამბობ. ჩვენ გრაალის მცველები ვართ. ახლა ნიკა მელიაშია ლამის განსხეულებული გრაალის თასი. პერანგში ყოფილა დაბადებული ეს ნიკა მელია. თეთრი შურით გვშურს გარშემომყოფების, მაგრამ რა ვქნათ. ჩვენ მცველები ვართ, გრაალის მცველები. ვიცავთ სამართალს, ზნეობას, თავისუფლებას, სამშობლოს. გრაალის მცველობაც მეტი რა არის?.. ერთი საუკუნის წინ, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, როცა გრიგოლ რობაქიძემ და „ცისფერყანწელებმა” გრაალის თასი საქართველოს სიმბოლოდ დასახეს და თავიანთი თავი და თანამგრძნობნი – გრაალის მცველებად, – მას შემდეგ ვებრძვით რუსულ ოკუპაციას და რუსულ გავლენას, აღარა კმარა? ახლა მაინც უნდა გავიმარჯვოთ! ჩვენ გრაალის მცველები ვართ! ყველა, ვისაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომაცალი გვაღელვებს!.. ჩეენ მიზანი გვაქვს! სიმართლის, სიწმინდის, ზნეობის, თავისუფლების – სამშობლოს დაცვა და გადარჩენა. ამიტომაც ჩვენ გავიმარჯვებთ! საუკუნეა ვიბრძბვით, მოვიდა დრო“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირების დროს დაკავებულ ოცამდე პირს ხელწერილის საფუძველზე ათავისუფლებენ
შემდეგი სტატიაექიმების ჯგუფი ხვალ ილტოს ხეობაში საქველმოქმედო აქციას გამართავს