პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატ პაატა კვიჟინაძის კანდიდატურა განიხილება

დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რომან კაკულიას შემცვლელად პაატა კვიჟინაძის კანდიდატურა მოიაზრება. რომან კაკულიას კანდიდატურა კი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობიდან თამარ ხულორდავა წავიდა და აღნიშნული თანამდებობაც დატოვა.

რაც შეეხება პაატა კვიჟინაძეს, მას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი უკავია.

წყარო:1tv.ge

banner
წინა სტატიაში“კოლექტიური ზარდიაშვილებისა და აფთიაქარების გამო ვარ მე „ოცნებასთან“ დაპირისპირებული”
შემდეგი სტატიაჩუგოშვილი- უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს არ შევხვედრივარ