“პარლამენტის ბლოკირება არის დანაშაული და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა”

ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის, თქმით, კანონდარღვევაა თუ ხალხის რაოდენობა საკმარისი არაა და გზა გადაკეტილია. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.

თბილისის მერის თქმით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება დანაშაულია და კანონის ფარგლებს ცდება. ხელისუფლების მხრიდან კი, როგორც კალაძე განმარტავს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

კახა კალაძემ აქციის დაშლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანამ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დაშლიდა, მათ გაფრთხილება მიიღეს და მიეცათ გარკვეული დრო, რომ “გადაეტანათ ის ნივთები”.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

banner
წინა სტატიაში“იმედია, როგორც დღეს არ ზის არც ერთი ნაციონალი, ისე არ იჯდება შემდეგ პარლამენტში”
შემდეგი სტატიავინ გახდება „ლელოს“ რეგიონული ლიდერი სამეგრელოში