ვინ გახდება „ლელოს“ რეგიონული ლიდერი სამეგრელოში

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, როგორც პოლიტიკური ძალა რეგიონებში შედის და იწყებს აქტიურ კონსულტაციებს, კადრების შესარჩევად.

მოძრაობის პირველი პირები სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელად „ენმ“-ის ერთ-ერთ ლიდერს, ალექსანდრე ახვლედიანს მოიაზრებენ.

„არ დაგიმალავთ, ჩემთან ნამდვილად მიმდინარეობს კონსულტაციები, იმ მოძრაობაში ჩემი მეგობრები არიან და ჩვენი ხედვები რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ემთხვევა ერთმანეთს.“ლელო“ პროდასავლურად მოაზროვნე ძალაა და თუ ჩემი გამოცდილება გამოადგებათ, მზად ვარ. უფრო ორ კვირაში გაირკვევა ყველაფერი. ამ ეტაპზე არც უარვყოფ და არც ვადასტურებ“,- განუცხადა „პრაიმტაიმს“ ახვლედიანმა.

მანამდე ალექსანდრე ახვლედიანი იყო ვიცე-გუბერნატორი, რომელიც 2009 წელს გათავისუფლდა მაშინდელი გუბერნატორის ზაზა გოროზიას მიერ.

მისივე თქმით, მისი ოჯახი დღევანდელი ხელისუფლებისგან რეპრესიებს განიცდის და იგი ბოლო ორი წელია უმუშევარია. მანამდე იგი ენგურჰესის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ 12 სექტემბერს დაფუძნდა

წყარო: პრაიმტაიმი

banner
წინა სტატიაში“პარლამენტის ბლოკირება არის დანაშაული და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა”
შემდეგი სტატია“სალობიეში თუ ვინმეა, ესაა თვითონ ოპოზიცია” – ირაკლი კობახიძე