“იმედია, როგორც დღეს არ ზის არც ერთი ნაციონალი, ისე არ იჯდება შემდეგ პარლამენტში”

“დაწყებულია მარგინალური და დესტრუქციული ოპოზიციის სრული მარგინალიზაციის პროცესი. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი საბოლოოდ, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით და ეროვნულ და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული ოპოზიციის ჩამოყალიბებით დასრულდება.

ვფიქრობ, ეს პროცესი შეუქცევადია. დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც დღეს არ ზის არც ერთი ნაციონალი სხდომათა დარბაზში, ასევე, არ იჯდება არც ერთი ნაციონალი არც შემდეგ პარლამენტში და მათ ადგილს დაიკავებენ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი, ეროვნულ და დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, ამ ფასეულობების მატარებელი პარტიები და მათი წარმომადგენლები ”- განაცხადა, ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაში“არ შეიძლება ცხოვრება სულ იმ სტანდარტით, ვჯობივართ თუ არა “ნაციონალურ მოძრაობას”
შემდეგი სტატია“პარლამენტის ბლოკირება არის დანაშაული და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა”