პარლამენტი ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დღეს იმსჯელებს

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელებენ.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის, ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სანდრა რულოვსის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გუშინდელ სხდომაზე იმსჯელა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთაღნიშნული პირებიდან სამი საქმიანობას მთავრობაში განაგრძობს, მათ დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდებათ.

მისი თქმით, სანდრა რულოვსმა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს თავად მიმართა.

რაც შეეხება აღნიშნული ოთხი დეპუტატის ადგილმონაცვლეებს, პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძისა და გიორგი გახარიას ნაცვლად, გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ღვინიაშვილი შევლენ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე : სიგარეტსა და საწვავზე ფასის მომატება ნიშნავს ჯანმრელობისთვის უკეთეს გარემოს
შემდეგი სტატია“მედიის თავისუფლებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ურთიერთობისთვის”-ელმარ ბროკი