“მედიის თავისუფლებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ურთიერთობისთვის”-ელმარ ბროკი

საქართველოს პრემიერი პირველ შეხვედრას ევროპარლამენტარებთან თბილისის დროით 16:00 საათზე გამართავს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს და სხვადასხვა ფრაქციის ლიდერებს შეხვდება.

გიორგი კვრიკიაშვილი ასევე შეხვდება საერთაშორისო საქმეები კომიტეტის თავმჯდომარეს. ელმარ ბროკი რუსთავი2-თან საუბრისას აცხადებს, რომ იქნება განხილული ყველა ის აქტუალური საკითხი, მათ შორის საქართველოში არსებული მედია გარემო.

„განვიხილავთ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს, პროგრესს საქართველოში, როგორ მიმდინარეობს ეკონომიკური სიტუაციის განვითარება, რეფორმების პროგრამების განხორციელება, სამართლებრივი სისტემების საკითხების ჩათვლით, ასევე ვილაპარაკებთ ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებაზე. მედიის თავისუფლებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ურთიერთობისთვის. განსაკუთრებით კი ურთიეერთობის ისეთი ეტაპისთვისთვის, როგორიც დღეს საქართველოსთან გვაქვს. ვისაუბრებთ ყველა რეფორმაზე და იმის შესახებაც თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისთვის,“-განაცხადა ელმარ ბროკიმ.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი 2 დეკემბერს საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატია“კრიტიკა არ მომისმენია”-მიხეილ ჯანელიძე EPP-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე საუბრობს