პარიზის პოლიციამ 300-ზე მეტი მომიტინგე დააკავა

პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც პოლიციას დაუპირისპირდნენ.

პარიზის პოლიციის პრეფექტურის ცნობით, 317 ადამიანი, რომლებსაც არეულობაში ედებათ ბრალი, საფრანგეთის პოლიციამ დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერიდან – 11 დეკემბერის ჩათვლით საფრანგეთის დედაქალაქში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია იმართება. კონფერენციაში 147 ქვეყნის ქვეყნის მეთაური იღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის პარიზში მომხდარი 13 ნოემბრის ტერაქტების სერიის შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, საფრანგეთის ხელისუფლებამ საჯარო შეკრებები აკრძალა.

banner
წინა სტატიაში,,პროგნოზები დადებითი არაა და პენსიაზე მომატებულ 20 ლარს ისევ ინფლაცია შეჭამს”
შემდეგი სტატია“ეს წესი თუ ამოქმედდება 1 იანვრიდან, საზოგადოებას ვეღარ დავიცავთ დანაშაულისგან”