“ეს წესი თუ ამოქმედდება 1 იანვრიდან, საზოგადოებას ვეღარ დავიცავთ დანაშაულისგან”

მოწმეთა დაკითხვის შესახებ არსებულ წესში ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. კანონის მიხედვით, მოწმეების დაკითხვა უნდა მოხდეს პირდაპირ სასამართლოს მიერ. ამასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, ეს ცვლილება გაუაზრებელია და ის კრიმინალისგან ვერ დაიცავს საზოგადოებას. იუსტიციის ხელმძღვანელის მტკიცებით, ახალი წესის დასამკვიდრებლად არ არის მზად არც სასამართლო და არც სამართალდამცავი ორგანოები.

“ის წესი, რომელიც უნდა ამოქმედდეს 1 იანვარს, თუ ამოქმედდება, ჩვენ საზოგადოებას ვეღარ დავიცავთ დანაშაულისგან. დღეს სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ 1 იანვარს მთლიანად გაუქმდეს საგამოძიებო ორგანოში მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი და მხოლოდ სასამართლოში შეიძლებოდეს მოწმის დაკითხვა. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შემოვიდეს სრულიად გაუაზრებელი, სხვა ქვეყნის სისტემიდან ბრმად გადმოღებული წესი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს ხელს შეუშლის დანაშაულთან ბრძოლაში,” – აღნიშნა თეა წლუკიანმა.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენლი ინიციატვის მიხედვით, მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო განხილვების დაწყებამდე, სამართალდამცავი ორგანოს მიერ უნდა მოხდეს მოწმის დაკითხვა მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით.

banner
წინა სტატიაშიპარიზის პოლიციამ 300-ზე მეტი მომიტინგე დააკავა
შემდეგი სტატია“მისი მიზანია პოლიტიკური ოპონენტების და ყოფილი საჯარო მოხელეების პოლიტიკური დევნა”