,,პროგნოზები დადებითი არაა და პენსიაზე მომატებულ 20 ლარს ისევ ინფლაცია შეჭამს”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი, პარლამენტში 2016 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის წარდგენასა და პენსიების 20 ლარიან ზრდას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პარტიის აქტიურობის შედეგია. განცხადების ტექსტი ,,თაიმერს” პარტიის პრესამსახურმა მიაწოდა.

“დღეს საქართველოს მთავრობა პარლამენტში 2016 წლის ბიუეტის პროექტს წარადგენს,სადაც სამწუხაროდ პენსიების 50-ლარიანი ზრდა გათვალისწინებული არაა. მთავრობას ამის რესურსი ჰქონდა, მაგრამ ის ვერ ელევა თავის ბიუროკრატიულ ხარჯებს, ფუფუნებას, კომფორტს. არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გადაიტანენ ამ ზამთარს ჩვენი პენსიონერები. მათ მხოლოდ იმას ჰპირდებიან, რომ პენსია 7 თვის შემდეგ გაიზრდება და ისიც 20 ლარით. სამწუხაროდ პროგნოზები დადებითი არაა და ამ 20 ლარს ისევ ინფლაცია და მაღალი ფასები შეჭამს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა მეტი აქტიურობა, ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობა პენსიების გაზრდაზე უარს ამბობდა, მათი თქმით, ჩვენი ეს მოთხოვნა პოპულისტური იყო, მაგრამ შემდეგ მოინახა ეს 20 ლარი. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კამპანიას, რათა ხელისუფლება ვაიძულოთ და 50 ლარიანი ზრდა მოხდეს. თუ ამასარ გააკეთებენ, სხვა ხელისუფლება გააკეთებს” – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი – პაატა ზაქარეიშვილის განცხადება სახიფათოა
შემდეგი სტატიაპარიზის პოლიციამ 300-ზე მეტი მომიტინგე დააკავა