პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 24 საათზე ნაკლებ დროში 700 მილიონი ევრო შეაგროვეს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 24 საათზე ნაკლებ დროში 700 მილიონი შეაგროვეს. თანხები გამოყვეს როგორც კერძო მეცენატებმა, ასევე, ადგილობრივმა მთავრობებმა. ყველაზე დიდი შემოწრულობა 200 მილიონი ევრო ფრანგმა ბიზნესმენმა ბერნარ არნომ გააკეთა, რომელიც კომპანია LVMH ჯგუფს ხელმძღვანელობს. 200 მილიონი ევრო შესწირა, ასევე, კოსმეტიკურმა კომპანია L’Oreal-მა ფონდ Bettencourt Schueller-თან ერთად. 100 მილიონ ევროს გამოყოფს ფრანგული ნავთობკომპანია Total, კიდევ 100 მილიონის პირობა დადო ფრანსუა ანრი პინომ, რომელიც ფუფუნების საგნების კომპანია Kering-ს ხელმძღვანელობს.
სხვა შემოწირულობების სია ასეთია: კომპანია CDecaux – 20 მილიონი ევრო, სააგენტო Fitch – 10 მილიონი ევრო, Bouygues-ს სახლი – 10 მილიონი ევრო, SOCIETE GENERALE – 10 მილიონი ევრო. პარიზის მერია – 50 მილონი ევრო, სხვა ადგილობრივი მტავრობები – 12 მილიონი ევრო – “ლოკალი” წერს.

banner
წინა სტატიაშითავისუფლების მოედანზე, სადაც სამი ადამიანი დაშავდა, მცირე დაპირისპირება მოხდა თავისუფლების მოედანზე, სადაც სამი ადამიანი დაშავდა, მცირე დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაამას უნდა მენტალური ცვლილება და არა საკანონმდებლო – აკაკი ზოიძე ბილწსიტყვაობის აკრძალვის ინიციატივაზე