ამას უნდა მენტალური ცვლილება და არა საკანონმდებლო – აკაკი ზოიძე ბილწსიტყვაობის აკრძალვის ინიციატივაზე

„ამას უნდა მენტალური ცვლილება, არ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილება იმას, რომ ერთმანეთს მოვეპყროთ ისე, როგორც ამას ჩვენი მორალი, ჩვენი რელიგიური მრწამსი გვკარნახობს,“ – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრი, აკაკი ზოიძე, მედიაში ბილწსიტყვაობის აკრძალვასთან დაკავშირებით დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას.

ზოიძე შეშფოთებას გამოთქვამს იმ დაპირისპირებისა და აგრესიის გამო, რაც საზოგადოებაშია. მისი თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ აგრესია ჩაცხრეს.

“ძალიან შეშფოთებული ვარ იმ აგრესიის, დაპირისპირების დონით, რომელიც დღეს საზოგადოებაშია. ჩვენ, პოლიტიკურმა ძალებმა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს საყოველთაო აგრესია ჩაცხრეს,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 24 საათზე ნაკლებ დროში 700 მილიონი ევრო შეაგროვეს
შემდეგი სტატიაენმ-ე განცხადებას ავრცელებს