„ფარცხალაძე რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილის შესახებ სიმართლეს ვერასდროს გავიგებდით“ – გრიგოლ ვაშაძე

სააკაშვილმა, აგენტურული ზედმეტსახელით „რავაიაკი“, 1614 წელს მოკლა საფრანგეთის მეფე ანრი IV, შემდეგ კი ის სხვადასხვა ფსევდონიმით ახორციელებდა პოლიტიკური ფიგურების მკვლელობებს. ფარცხალაძე რომ არ ყოფილიყო, მის შესახებ სიმართლეს ვერასდროს გავიგებდით, – განუცხად ჟურნალისტებს “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძე ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის დაგეგმვის საქმეზე, მთავარი პროკურატურის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ საქმესთან დაკავშირებით იმდენს იზამს, რომ საქართველოს დიდ ბრიტანეთთან დააპირისპირებს.

“სერიოზულად რომ გიპასუხოთ, იმდენს იზამს ჩვენი ხელისუფლება, გაერთიანებულ სამეფოსთან და სკოტლანდ იარდთან წააჩხუბებს საქართველოს. ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდება”,- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“ტყუილია, რომ “ბასიანსა” და “გალერიში” დაკავებული პირები ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდნენ “- პროკურატურა
შემდეგი სტატიაპირველი ექსპერიმენტული სკოლის ვერანდიდან მე-6 კლასის მოსწავლე გადმოვარდა